Friday, 29 April 2011

იუპიტერი - მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდა, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი.
იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.
მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი.
დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პლანეტაზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის.
2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).

იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს ეკვატორზე.
2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.

მზის სისტემა

მზის სისტემაში შედის ყველა, მის გარშემო მბრუნავი სხეული: პლანეტები, მათი თანამგზავები, ასტეროიდები და კომეტები. მზის სისტემაში შედის 8 პლანეტა. ეს პლანეტებია: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.
2006 წლამდე მზის სისტემაში შედიოდა კიდევ ერთი პლანეტა - პლუტონი, მაგრამ, 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე ასტრონომებმა პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს, კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ხოლო პლუტონის ერთადერთ თანამგზავრ - ქარონი-ს ასევე ჯუჯა პლანეტის სტატუსი მიანიჭეს.

თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, მზის სისტემა ჩამოყალიბდა 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვერის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად.

მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის.მის ცენტრში მდებარეობს მზე,ჩვენი ვარსკვლავი,რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს.მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული,9პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით.პლანეტები მზის გარშემო,ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და,ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ.ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება,ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია.გამონაკლისია პლუტონი,ყინულისგან შემდგარი პლანეტა,რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს.უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.
მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა. მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.
მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.
რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მეკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა.
პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი.
მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია - ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი.